გადაიბირა თუ არა სუსმა გახარიას სანდო ხალხი? - ექსპრემიერზე იერიში პარტიის წევრმა მიიტანა
გადაიბირა თუ არა სუსმა გახარიას სანდო ხალხი? - ექსპრემიერზე იერიში ყოფილმა რეგიონულმა ლიდერმა მიიტანა. გია ცეცხლაძემ გახარიას თაღლითი და მატყუარა ეძახა და პარტია დატოვა. ოზურგეთის მერობის ყოფილი კანდიდატის მტკიცებით, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე ხალხს არწმუნებდა, რომ ივანიშვილის პროექტი იყო, რელურად კი "ნაციონალური მოძრაობის" თამაშს თამაშობს.
ლაპარაკობს სუსის აგენტი და ასრულებს სუსის დავალებებს - ეს იყო პასუხი გახარიას პარტიიდან. ამტკიცებენ, რომ ცეცხლაძემ პარტია არა დღეს, არამედ ორი წლის წინ დატოვა, ახლა კი გადაწყვიტა, სუსის დაკვეთით ექსპრემიერის გუნდი დააზარალოს.
ცეცხლაძის განცხადებებით კმაყოფილი დღეს "ოცნება" ჩანდა, სადაც ერთი-ერთში იმეორებდნენ იმას, რასაც გახარიას ყოფილი თანაგუნდელი.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.