ოლიგარქის ირგვლივ სანქციების წრე ვიწროვდება - იქნება თუ არა შემდეგი ივანიშვილი?

03.11.23 20:25
ოლიგარქის ირგვლივ სანქციების წრე ვიწროვდება - იქნება თუ არა შემდეგი ივანიშვილი?

 

 

ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ სანქციების წრე ვიწროვდება. ამერიკის გზავნილი  ქართველ ოლიგარქს - დასანქცირებულია ივანიშვილის პარტნიორი და მეგობარი ვლადიმერ ევტუშენკოვი. ეს ის ევტუშენკოვია, რომელიც ივანიშვილთან  ე.წ. ხორბლის გარიგების სკანდალურ ჩანაწერებში ფიგურირებდა. სანქციების თავის არიდებაში დახმარებას ქართველ ოლიგარქს სთხოვდა და მას მოფერებით ბორენკად მოიხსენიებდა. დასანქცირებულია ევტუშენკოვის უმსხვილესი ჰოლდინგური კომპანია სისტემა და ყველა მისი შვილობილი კომპანია. 

სისტემის ვიცე პრეზიდენტი იყო დავით ხიდაშელი, რომელიც ახლა ივანიშვილის დახმარებით საქართველოში ცდილობს ბიზნესის გადმოტანას. ეს კი ნიშნავს, რომ ახლა ყველა გზა ქართველ ოლიგარქამდე მიდის. ოთარ ფარცხალაძის შემდეგ ევტუშენკოვის დასანქცირება პირდაპირი მინიშნებაა, რომ ამერიკა ივანიშვილის კვალზეა გასული.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პუტინის კარის ბიზნესმენის შავ სიაში მოხვედრა ქართველი ოლიგარქისთვის უმძიმესი გზავნილია, ამიტომ თბილისში ვარაუდობენ, რომ შემდეგი ამ სიაში სწორედ ივანიშვილი იქნება.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.