კაპროვანი პარალიზებულია - ბაობაბების ხმელეთზე გადასატანად გზა სანაპირომდე გაჰყავთ
გურიის სანაპირო სამშენებლო პოლიგონად არის ქცეული. სოფელ კაპროვანში მძიმე ტექნიკას გზა სანაპირომდე გაჰყავს, მაგისტრალი კი გიგანტური ხეებით არის ჩახერგილი. ოლიგარქი თხრის ქვიშას და აგებს ბეტონის ფილებს, რომ წყალში მოტივტივე ბაობაბი ხმელეთზე როგორმე გადმოიტანოს. მცენარე, რომელიც 200 ტონაზე მეტს იწონის, ბარჟიდან ჯერ ტრაილერზე უნდა გადატვირთონ და შემდეგ ივანიშვილის ეზოში გადაიტანონ.
ამ ოპერაციაში კი დიდძალი ტექნიკა და ცოცხალი ძალაა ჩართული. მთელი კაპროვანი პარალიზებულია. ელექტროენერგიისა და ინტერნეტის ჩაჭრის შემდეგ მოსახლეობას გზებიც გადაუკეტეს. ეუბნებიან, რომ შემვლითი გზით ისარგებლონ, რადგან ცენტრალური მაგისტრალი ბაობაბებით არის ჩახერგილი. ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია სრულად მობილიზებულია სანაპიროსთან. ასე იქნება მანამდე, ვიდრე ოლიგარქის ახირება არ დაკმაყოფილდება და ყველა მაგიური ხე შეკვეთილში არ დაბინავდება.
ვრცლად ნახეთ