გადამწყვეტი არჩევნები და ქვეყნის საგარეო კურსი - მამუკა ხაზარაძე აშშ-ში ჩავიდა

03.11.23 20:39
გადამწყვეტი არჩევნები და ქვეყნის საგარეო კურსი - მამუკა ხაზარაძე აშშ-ში ჩავიდა

 

 

არჩევნები, რომელმაც საქართველოს ბედი უნდა გადაწყვიტოს - ერთი წლით ადრე "ლელოს" ლიდერი შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყებენ. ყველას, ვინც ქვეყანაში  გადაწყვეტილებების მიმღებია, მამუკა ხაზარაძემ უნდა უთხრას, როგორ არის დამოკიდებული საქართველოს მომავალი 2024-ის არჩევნებზე. შეხვედრები სენატის და კონგრესის წევრებთან შედგება. 

მანამდე კი "ლელოს" ლიდერი ამერიკაში  ოფიციალურ ვიზიტს ჰარვარდიდან იწყებს. ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ  ხაზარაძეს დღეს ორი საათის განმავლობაში სასწავლების სტუდენტები და პროფესორები უსმენდნენ. "ლელოს" ლიდერმა ბევრი თქვა იმის შესახებ, თუ რა როლი აქვს საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში, საითკენ მიჰყავს "ოცნებას" ქვეყანა, რა უნდა ხალხს და რა უნდა საქართველოს მთავრობას.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.