როგორ გაიტანეს მილიონები თბილისის კრიპტო ბიზნეს ცენტრიდან - "პირველებმა" საუკუნის ძარცვის ამსახველი კადრები მოიპოვა

03.11.23 19:01
როგორ გაიტანეს მილიონები თბილისის კრიპტო ბიზნეს ცენტრიდან - "პირველებმა" საუკუნის ძარცვის ამსახველი კადრები მოიპოვა

როგორ გაიტანეს მილიონები თბილისის კრიპტო ბიზნეს ცენტრიდან - კადრები, სადაც საუკუნის ძარცვაა ასახული, ნახავთ რვა საათზე. ვინ არის დათუკა ფეიქრიშვილი და როგორ მოახერხა მილიონების გატანის შემდეგ ქვეყნის დატოვა, მფარველობენ თუ არა მას სამართალდამცველები.

დღეს პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პირი, რომელმაც მილიონები გაიტანა იძებნება და მისი დაკავება ვერ მოახერხა.

ხმაურიანი ამბის დეტალები "პირველებში" რვა საათზე.

კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ბრალდება კიდევ ხუთ პირს წარედგინა - ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებენ და მიმალვაში იმყოფებიან.