სისტემის მიერ მიტოვებული მაკო გომური - 20 ივნისის დაზარალებული კომპენსაციას ისევ ელოდება
სისტემის მიერ მიტოვებული მაკო გომური - გოგო, რომელსაც 20 ივნისის სისხლიან ღამეს სპეცრაზმელმა თვალი ამოთხარა, კომპენსაციას ამ დრომდე ელოდება. დღეს მაკოსთვის წლების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე იყო. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ სასამართლომ მისთვის კომპენსაციის დაწესებაზე პირველი სხდომა ჩანიშნა, სადაც მაკო გომურს მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთები უნდა გაეხსენებინა.
"პირველების" რეპორტაჟში ნახავთ ადამიანებს, ვინც 20 ივნისის ღამეს ყველაზე მეტად დაზარალდნენ, მაგრამ სახელმწიფომ ისინი საკუთარი თავის იმედად დატოვა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.