პრეზიდენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა

03.11.23 19:19
პრეზიდენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა

სალომე ზურაბიშვილმა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონს ხელი მოაწერა.

საქართველოს პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში "სიძულვილის ენაზე" სადავო ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და 19 ოქტომბერს, მესამე მოსმენით დაამტკიცა.

რას ცვლის ხელისუფლება? თუ მაგალითად რომელიმე აქციის დროს, სახელ ირაკლის ვინმე ასოების შეცვლით დაიტანს საპროტესტო ბანერზე და ამას ვინმე უხამსობად აღიქვამს, ეს დარღვევად ჩაითვლება და ტელევიზია დაჯარიმდება. ან კიდევ ერთი, თუ ცნობილი ფრაზა რუსული სამხედრო გემთან დაკავშირებით, ვინმესთვის ჩაითვლება უხამსობად, ესეც მედიის სანქცირების საფუძველი გახდება. 

"პირველების" ინფორმაციით,  „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილების დაჩქარებული წესით მიღება პრემიერ-მინისტრის უშუალო დავალებაა. 

პარლამენტმა  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79 ხმით 4-ის წინააღმდეგ, გუშინ მიიღო. აღნიშნული პროექტი კრიტიკის და განგაშის საგანი უკვე გახდა მედიასაშუალებებისა თუ მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის. მათი თქმით, „იზრდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, მათ შორის სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით".