ძარცვა კრიპტობიზნეს ცენტრში და წაღებული 2 მლნ - მფარველობდა თუ არა თავდამსხმელებს პოლიცია?

03.11.23 20:08
ძარცვა კრიპტობიზნეს ცენტრში და წაღებული 2 მლნ - მფარველობდა თუ არა თავდამსხმელებს პოლიცია?

 

 

 

როგორ გაიტანეს მილიონები თბილისის კრიპტობიზნესის ცენტრიდან -  საუკუნის ძარცვის კადრები  "პირველების" ხელშია. სავარაუდო თავდამსხმელები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან, მათ შორის დათუნა ფეიქრიშვილი და ბექა როსოფიძე. ისინი და კიდევ მათი სამი თანამზრახველი ამ დრომდე იძებნებიან, თუმცა დიდი ალბათობით, მძარცველებმა ქვეყანა დატოვეს და 2 მილიონიც თან წაიღეს. 

ახლა მთავარი კითხვაა, სად იყო პოლიცია სამი დღის განმავლობაში და მფარველობდნენ თუ არა თავდამსხმელებს სამართალდამცველები. ძარცვა 30 ოქტომბერს მოხდა, ბრალი კი თავდამსხმელებს მხოლოდ სამი დღის შემდეგ წარედგინათ. ისინი კრიპტობიზნესის ცენტრში ნიღბების გარეშე შეიჭრნენ და შესაბამისად, მათი ვინაობის დადგენა გამოძიებისთვის რთული არ იყო. ამ დროისთვის გამოძიებას მხოლოდ ორი დაკავებული და 5 ძებნილი ჰყავს.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.