წავა თუ არა პარტიიდან ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე - ნიკა მელიას პასუხი

03.11.23 21:28
წავა თუ არა პარტიიდან ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე - ნიკა მელიას პასუხი

დატოვებს თუ არა ნიკა მელია ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს, თუმცა მიიღებს თუ არა ენმ-ისგან გამოყოფის გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია.

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მართვის სტილი "ნაციონალურ მოძრაობაშიც" დამკვიდრდა, რამაც პარტიაში დიდი პრობლემები გამოიწვია.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ ვგრძნობ თავს მორალურად კომფორტულად ვისაუბრო მასზე, მაგრამ მე მაქვს ჩემი სიმართლე და ვიცი, რა ბრძოლაში შემოვედი და რის გაღებას ვაპირებ. როდესაც პარტიიდან ადამიანებს რიცხავენ და ყრიან, ამასთან დაკავშირებით მე ვისაუბრე და კვლავ ვისაუბრებ. 2023 წელს, როცა ვხედავ, რომ "ქართული ოცნების" მართვის სტილი ამ პარტიაშიც მივიღეთ, მე მორალური უპირატესობა ივანიშვილის წინააღმდეგ არ უნდა დავკარგო. მე გადაწყვეტილებას მივიღებ მაშინ, როდესაც რამდენიმე ქალაქში ჩავატარებ შეხვედრებს - აღნიშნა ნიკა მელიამ.

 

მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობას მიმართავს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოუწოდებს პარტიის ყველა იმ წევრს, ვისთვისაც ახალი მენეჯმენტი მიუღებელია, დატოვონ პარტია.

როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სჯობია, წავიდნენ პარტიის ასეთი წევრები, ვიდრე ენმ შიგნიდან დაასუსტონ.