არავის აქვს უფლება პრეზიდენტს უთხრას, მე აგირჩიე და შენთვის ვირბინე - ზურაბიშვილი
როცა პრეზიდენტი ხარ, ხარ ყველას პრეზიდენტი - ასე დაუსვა წერტილი სალომე ზურაბიშვილმა ოცნების გაშავების კამპანიას. ქვეყნის მთავარსარდალმა კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს გარკვევით უთხრა, რომ ხელისუფლებასთან ვალში არ არის. არავის აქვს უფლება პრეზიდენტს უთხრას, მე აგირჩიე და შენთვის ვირბინე - ასეთი იყო სალომე ზურაბიშვილის გზავნილი დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით, სტუდენტებთან შეხვედრის დროს.
"მე ჩემს თავს ნამდვილად არ მივცემ უფლებას რომ მომავალ პრეზიდენტს რამე რჩევა მივცე იმიტომ, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხდები, როცა ხარ არჩეული, ისე იქნება თუ ასე, რა ფორმაც არ უნდა ჰქონდეს, ერთადერთი რამ უნდა გახსოვდეს ყოველთვის - შენ იმ დღიდან ხდები ყველას პრეზიდენტი. აღარა ხარ ვინმეს არჩეული, მასაც აღარ აქვს უფლება რომ გითხრას მე აგირჩიე, შენთვის ვირბინე, ის გავაკეთე, ეს გავაკეთე და აბა რას აკეთებ. შენ არჩეული ხარ ამ ძალიან რთულ ფუნქციაზე მოვალეობებით, ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობით და რაც შეიძლება შენს თავთან, შენ ქვეყანასთან და მის ინტერესებთან რაც შეიძლება მართალი უნდა იყო."- განცხადა ზურაბიშვილმა.