კანდიდატის სტატუსის მოლოდინში - ზურაბიშვილმა ახალ გეგმებზე საუბარი დააანონსა

04.11.23 11:04
კანდიდატის სტატუსის მოლოდინში - ზურაბიშვილმა ახალ გეგმებზე საუბარი დააანონსა

სალომე ზურაბიშვილს მოლოდინი აქვს, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.  პრეზიდენტმა სტუდენტებთან საუბრისას დააანონსა, რომ ის უახლოეს დღეებში ახალ გეგმებზე ისაუბრებს.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტატუსის არ მიღება მხოლოდ რუსეთს გახარებს და ეს ჩვენმა პარტნიორებმა უკვე კარგად იციან.

დიდ ალბათობით, მივიღებთ სტატუსს, მე ვთვლი, რომ ამისთვის მე ყველაფერი გავაკეთე. არ მინდა ლაპარაკი, ვინ მეტი გააკეთა და ვინ ნაკლები. იმედი მაქვს, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ ამას მივაღწევთ. იმიტომ, რომ ჩემი აზრით. ჩვენმა პარტნიორებმა კარგად გაიგეს, რომ არ მოცემა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის ნიშნავს რუსეთის ერთგვარ საჩუქრის გაკეთებას და ამის სურვილი არ არსებობს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას ხაზგასმით, რომ არ შეიძლება წინასწარ იმის ძახილი რომ უთუოდ მოგვცემენ. 

"თუ არ მივიღეთ [კანდიდატის სტატუსი], რაც დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება... რომ არ მივიღოთ, ეს იქნება უზარმაზარი უიმედობის საფუძველი. რაც არ ვიცი რით უნდა დავძლიოთ. ძალიან რთული იქნება და რთული იქნება ყველაზე მეტად იმ ახალი თაობისთვის, რომელიც ამას ელოდება

მე რამდენიმე დღეში, რას გავაკეთებთ ერთად და ამის შესახებ მომდევნო დღეებში გაიგებთ". - განაცხადა ზურაბიშვილმა.