უვადოდ დანიშნული 26 მოსამართლე და ერთი გამონაკლისი - იურისტები სისტემის მანკიერ მხარეებზე საუბრობენ
უვადოდ დანიშნული 26 მოსამართლე და ერთი გამონაკლისი - იურისტი კახა წიქარიშვილი სასამართლო სისტემაში მოსამართლე ნინო გიორგაძის არ დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის სიგნალი, რომ სასამართლო ხელისუფლება არ აპირებს სისტემაში განსხვავებული აზრის შენარჩუნებას.
ეს არის სიგნალი, რომ ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება არ აპირებს სისტემაში განსხვავებული აზრის შენარჩუნებას. ეს არის სიგნალი მოსამართლეებისთვის, რომ ისინი ჭკვიანად უნდა მოიქცნენ, ეს არის სიგნალი მოსამართლეებისთვის, რომ სასამართლო იქნება ისეთი, როგორიც არის და ის არ დაექვემდებარება არავითარ ფუნდამენტურ რეფორმას".- აცხადებს წიქარიშვილი.
მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფება კლანს აძლიერებს - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 26 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. როგორც გაირკვა, მოსამართლეთა ნაწილი პოსტზე კანონდარღვევით შეარჩიეს. ფაქტობრივად ყველა მოსამართლეს, ვინც ახლა უვადოდ გაამწესეს სასამართლოში, უფლებამოსილების ვადა 1 დეკემბერს ეწურებოდათ. თუმცა გამონაკლისია ერთი მოსამართლე ნინო გიორგაძე, რომელიც უვადოდ არ დანიშნეს. "სასამართლოს გუშაგში" ფიქრობენ, რომ ეს გარემოება მოსამართლის წინააღმდეგ" სანქციის შინაარსს ატარებს.