სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან - მელიას მიმართვა
ნიკა მელია იმ თანაგუნდელებს მიმართავს, ვინც ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარეს პარტიიდან წასვლას მოუწოდებს.
კრიტიკა ლანძღვა არ არის. ასე უპასუხა ნიკა მელიამ ხაბეიშვილის ფლანგის ბრალდებებს. ნაცმოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ იერიში დღეს გიორგი ვაშაძეზე მიიტანა.
მელია ახალი თავმჯდომარის მოკავშირეს წარსულის შეცდომებს ახსენებს. ერთ დროს პოლიტიკური ოჯახიდან წასულის უკან დაბრუნებას მელია პარტიისთვის ყველაზე დამაზიანებლად მიიჩნევს და კრიტიკის მიღებას ვაშაძისგან არ განიხილავს. სანამ მეტყვით რომ წავიდე, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედეთ - ასეთია მელიას გზავნილი "ნაციონალური მოძრაობისთვის".
"მიშამ ხომ გითხრათ წადითო და წადით რა !"
ამ ხალხის საყურადღებოდ:
თქვა და გააკეთე არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ, მითუმეტეს არ მივიღებ ამ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა.
მიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდაო, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო...ბნელ მხარეს გადავიდაო.
რა აკეთა და რა როლი შეასრულა კონკრეტულ პროცესებში, ბევრს გვახსოვს...
ახლა კი გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც, მიშას თქმით, მოშიებულ გადამხტარ, გამძღარ და მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად, დადის და ამ ხალხს პარტიას, მათ სამართლიან კრიტიკას კი ლანძღვას ეძახის...
სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან, ამომრჩევლის ან პარტიის რიგითი წევრის თვალით".- წერს მელია.
მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობას" მიმართა - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოუწოდებს პარტიის ყველა იმ წევრს, ვისთვისაც ახალი მენეჯმენტი მიუღებელია, დატოვონ პარტია.
როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სჯობია, წავიდნენ პარტიის ასეთი წევრები, ვიდრე ენმ შიგნიდან დაასუსტონ.