ლიკვიდირებულია "ჰამასის" ტერორისტული დაჯგუფების რამდენიმე წევრი - IDF
ლიკვიდირებულია "ჰამასის" ტერორისტული დაჯგუფების რამდენიმე წევრი - ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ.
ამასთან, IDF-ში ამბობენ, რომ ჰამასის ტერორისტებმა ისრაელის ჯარების წინააღმდეგ რამდენიმე თავდასხმა სცადეს და შეტევებს ძირითადად ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მდებარე სამხედრო სტრუქტურები, ასევე, გვირაბებიდან ახორციელებდნენ.