სააკაშვილის სურვილია, პარტიაში და პოლიტიკაში მეტი ახალი სახე იყოს - სოფო ჯაფარიძე

04.11.23 13:25
სააკაშვილის სურვილია, პარტიაში და პოლიტიკაში მეტი ახალი სახე იყოს - სოფო ჯაფარიძე

მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის სურვილია, პარტიაში და პოლიტიკაში იყოს მეტი ახალი სახე.

ჯაფარიძე პარტიაში არსებულ დაპირისპირებებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ყველამ უნდა მიიღოს პერსონალური გადაწყვეტილება, თუ თვლიან, რომ შერიგების და ისევ გაერთიანების რესურსი ამოწურულია.

მიხეილ სააკაშვილი ცხადია, მომხრეა განახლების. მისი სურვილი არის, რომ პარტიაში და პოლიტიკაში იყოს მეტი ახალი სახე. ჩვენ გვახსოვს მისი პოლიტიკა, რამაც შეძლო ის, რომ შექმნა სახელმწიფო სწორედ ამით. ახალი, ენერგიული, ჭკვიანი და განათლებული ახალგაზრდა კადრებით. ცხადია, კრიზისი აუცილებლად უნდა დასრულდეს. ყველამ უნდა მიიღოს პერსონალური გადაწყვეტილება, თუ თვლიან, რომ შერიგების და ისევ გაერთიანების რესურსი ამოწურულია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ამავე განცხადებაში ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე და მე მჯერა, რომ ეს სხვადასხვა პლატფორმიდან იქნება თუ ერთი პლატფორმიდან, ბოლოს ჩვენ შევძლებთ, რომ ერთობლივი ძალებით ვიბრძოლოთ რუსეთის და ოლიგარქიული რეჟიმის და პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ",- ამბობს სოფო ჯაფარიძე.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალი არჩევნებისთვის სიაში უმრავლესობა ისეთი ადამიანები უნდა იყვნენ,  ვინც პარლამენტში არასდროს ყოფილან.