ენმ პოლიტიკური აღსასრულის წინაშე დგას - სარჯველაძე

04.11.23 13:38
ენმ პოლიტიკური აღსასრულის წინაშე დგას - სარჯველაძე

"ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური აღსასრულის წინაშე დგას.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიას სერიოზული პრობლემები აქვს.

სერიოზული პრობლემები აქვთ, რა თქმა უნდა, რომლის სხვადასხვა სიმპტომებს ვხედავთ, მაგრამ დიაგნოზი გაცილებით სიღრმისეულია. რეალურად, ეს არის, აღსასრულის წინაშე მდგარი პოლიტიკური პარტია, პოლიტიკურ აღსასრულს ვგულისხმობ - ამბობს სარჯველაძე.

ნიკა მელიას გადაწყვეტილების მოლოდინში - წავა თუ არა პარტიიდან ყოფილი თავმჯდომარე, ეს ცენტრალური პოლიტიკური ინტრიგაა. ვის მიუთითა კარისკენ მიხელ სააკაშვილმა არ დაუკონკრეტებია, თუმცა რთული მისახვედრი არ არის, რომ იგულისხმა მელია და მისი გუნდი. ახლა საინტერესოა, რას იზამს ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე. მოქმედი  მენეჯმენტი მის გადაწყვეტილებას ელოდება და მზად არის, პოლიტიკური გაყრა რაც შეიძლება მალე ოფიციალურად გააფორმოს.