"ხშირად ჩამოვალ, რომ ვნახო ჩვენი სტუდენტები" - მამუკა ხაზარაძე ხვალიდან შეხვედრებს ნიუ-იორკში გამართვას
პარტია "ლელოს" ოფიციალური ვიზიტი შტატებში გრძელდება - მამუკა ხაზარაძე ხვალიდან შეხვედრებს ნიუ-იორკში გამართვას. პირისპირ საუბრებია დაგეგმილი ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან.
დღეს კი ვიზიტი ბოსტონში დასრულდა. ბოლო შეხვედრა "ლელოს" თავმჯდომარემ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩარიცხულ ქართველ სტუდენტებთან გამართა.
ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებისთვის ახალი ბაზის შექმნა არის აუცილებელი, სადაც მათ ექნებათ საშუალება, საკუთარი მიგნებები დანერგონ და ქვეყანას მოახმარონ.
მთავარი კითხვა რა არის, რომ რა კონტრიბუცია შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, სამ მილიონ ნახევრიანმა ქვეყანამ და მილიონ ნახევრიანმა ემიგრაციამ მსოფლიო ცივილიზაციაში. რა როლი უნდა შეარჩიოს თანამედროვე საქართველომ. ეს როლი უნდა გამოვკვეთოთ მკაფიოდ და გავაცნოთ ჩვენ მეგობრებს. შევუთვალოთ, რომ ჩვენ უახლოეს დეკადებში ვაპირებთ ამის გაკეთებას და სასარგებლოები ვიქნებით ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის. გლობალური აზროვნება თუ გინდა, რომ მოისმინო და მერე დაწრიტო კონკრეტული გეგმა, ეს არის საუკეთესო ადგილი და რა თქმა უნდა, მე ხშირად ჩამოვალ, რომ ვნახო ჩვენი სტუდენტები. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ერთი, რომ ამ ადამიანებს შევუქმნათ ბაზა საქართველოში, რომ მათი გამოცდილება, ტექნოლოგიები და მათი მიგნებები საქართველოში ინერგებოდეს, თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც რომ დავიწყოთ და საქართველოს ხმარდებოდეს - აღნიშნა ხაზარაძემ.