პრეზიდენტის ინიციატივა - რას ამბობს თაზო დათუნაშვილი
ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგანია სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადებები - "ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი გახდება ორ პალატიანი, როდესაც კონსტიტუციური წესრიგი აღდგება საქართველოს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
საქართველოს პარლამენტი არის ორ პალატიანი. ის გახდება ორ პალატიანი და სრულფასოვნად შეასრულებს თავის მოვალეობას, როდესაც კონსტიტუციური წესრიგი აღდგება საქართველოს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასე გვიწერია კონსტიტუციაში. მე ვემხრობი ორ პალატიან სისტემას, რადგან ვთვლი, რომ მარჟორიტარული სისტემა რაიმე ფორმით, ხალხის წარმომადგენლობა პირდაპირი ფორმით უნდა იყოს ასახული საკანონმდებლო ორგანოში. სწორია, რომ ეს იყოს ერთ-ერთ პალატაში და არა ერთ პალატიან შერეულ პარლამენტში ".- ამბობს დათუნაშვილი.
პრეზიდენტის ახალი ინიციატივა - სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მოწყობის არსებულ მოდელს იწუნებს და ორპალატიანი პარლამენტის საჭიროებაზე ლაპარაკობს.
მთავარსარდალი ფიქრობს, რომ დღევანდელი მოწყობა ქვეყნის საჭიროებებს ვერ პასუხობს. მეტიც, სალომე ზურაბიშვილი "ოცნებას" კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს. ამბობს რომ კონსტიტუცია იცვლება იმის მიხედვით, რაც არ მოგვეწონა წინა მმართველებისგან.