ჯერ ერთი პალატა ვერ ვაქციეთ ხალხის სამსახურში და ახლა მეორე პალატა დავიმატოთ ზემოდან - ვაშაძე
ჯერ ერთი პალატა ვერ ვაქციეთ ხალხის სამსახურში და ახლა მეორე პალატა დავიმატოთ ზემოდან - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
ვაშაძე ამბობს, რომ ორ პალატიანობა და ადგილობრივი თვითმმართველობა არაფერ კავშირში არ არის ერთმანეთთან
ორ პალატიანობა და ადგილობრივი თვითმმართველობა არაფერ კავშირში არ არის ერთმანეთთან. ჯერ ერთი პალატა ვერ ვაქციეთ ხალხის სამსახურში და ახლა მეორე პალატა დავიმატოთ ზემოდან. უკეთესი იქნებოდა გვესაუბრა იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები რომ გააუქმეს პრეზიდენტის საქართველოში, არის თუ არა ეს პრობლემა. ხალხს რომ უფლება წაართვეს და რატომ გააუქმა ივანიშვილმა ეს არჩევნები, რადგან ფართო ველი ჰქონოდა არაფორმალური მმართველობისთვის - ამბობს ვაშაძე.
პრეზიდენტის ახალი ინიციატივა - სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მოწყობის არსებულ მოდელს იწუნებს და ორპალატიანი პარლამენტის საჭიროებაზე ლაპარაკობს.
მთავარსარდალი ფიქრობს, რომ დღევანდელი მოწყობა ქვეყნის საჭიროებებს ვერ პასუხობს. მეტიც, სალომე ზურაბიშვილი "ოცნებას" კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს. ამბობს რომ კონსტიტუცია იცვლება იმის მიხედვით, რაც არ მოგვეწონა წინა მმართველებისგან.