ორ პალატიანი პარლამენტის შექმნის იდეა - როგორ პასუხობენ ზურაბიშვილის ინიციატივას "ოცნებაში"

04.11.23 15:32
ორ პალატიანი პარლამენტის შექმნის იდეა - როგორ პასუხობენ ზურაბიშვილის ინიციატივას "ოცნებაში"

დღეს საქართველოს პირობებისთვის აბსოლუტურად ნორმალური, სწორი რეგულირება აქვს - ასე პასუხობს "ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ზურაბიშვილის ინიციატივას, ორ პალატიანი პარლამენტის შექმნის თაობაზე

თუ ორ პალატიან პარლამენტს ვგულისხმობთ, ამასთან დაკავშირებით მე მგონი კონსტიტუციას უნდა მივმართოთ და ვიპოვით ძალიან მარტივად პასუხს. მე მგონია, რომ გონივრულია ის გადაწყვეტა, რომელსაც გვთავაზობს საქართველოს კონსტიტუცია. დღეს საქართველოს პირობებისთვის აბსოლუტურად ნორმალური, სწორი რეგულირება აქვს - სარჯველაძე

პრეზიდენტის ახალი ინიციატივა - სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მოწყობის არსებულ მოდელს იწუნებს და ორპალატიანი პარლამენტის საჭიროებაზე ლაპარაკობს.

მთავარსარდალი ფიქრობს, რომ დღევანდელი მოწყობა ქვეყნის საჭიროებებს ვერ პასუხობს. მეტიც, სალომე ზურაბიშვილი "ოცნებას" კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს. ამბობს რომ კონსტიტუცია იცვლება იმის მიხედვით, რაც არ მოგვეწონა წინა მმართველებისგან.