მზადება 8 ნოემბრისთვის - მცხეთაში, პრორუსული ძალების შეკრება მიმდინარეობს

04.11.23 15:18
მზადება 8 ნოემბრისთვის - მცხეთაში, პრორუსული ძალების შეკრება მიმდინარეობს

მცხეთაში, პრორუსული ძალების შეკრება მიმდინარეობს. რადიკალები არ მალავენ, რომ რვა ნოემბრისთვის ემზადებიან. "ქართული ოცნების" ყოფილი სახეები და "ოცნების" მხარდამჭერი მოქმედი ოპოზიციონერი დეპუტატიც - ამ წუთებში, დახურულ კარს მიღმა ალაგებენ გეგმებს, რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ ოთხშაბათს ხალხი ქუჩაში გავა. 

ეს ბოლო ერთ თვეში უკვე მეორე დიდი საფრთხის შემცველი შეკრებაა, თუმცა ამ დრომდე სუს-ი სრული უმოქმედობის რეჟიმშია გადასული. ლილუაშვილის უწყებას ფაქტობრივად არ აინტერესებს - რას განიხილავენ დახურულ კარს მიღმა მყოფი, 5 ივლისის შემოქმედი ადამიანები.