დეტალური ახსნა-განმარტება მივეცი - ზურა მახარაძე ყოფილი ომბუდსმენის მოთხოვნის საფუძველზე გამოიკითხა

04.11.23 15:47
დეტალური ახსნა-განმარტება მივეცი - ზურა მახარაძე ყოფილი ომბუდსმენის მოთხოვნის საფუძველზე გამოიკითხა

რადიკალების ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე ყოფილი ომბუდსმენის მოთხოვნის საფუძველზე გამოიკითხა.

მახარაძე "პირველებთან" ამბობს, რომ მან გამოძიებას დეტალური ახსნა-განმარტება მისცა, თუმცა მისივე თქმით, ყოფილმა სახალხო დამცველმა  სუსტი ბაზა წარმოადგინა.

ყოფილმა სახალხო დამცველმა და მისმა ენჯეომ მოითხოვა, რომ ჩვენს საჯარო განცხადებებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს საჯარო განცხადებაზე არ იკვეთება ისეთი რამ, რაც შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს მინიმალური სტანდარტისთვის, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი მოითხოვს. ეგეთი ვერ მოიძებნა, აქედან გამომდინარე პასუხები გავეცი. გამოკითხვა ფორმალური არ იყო, რაც კი მასალები წარმოადგინა იქითა მხარემ, ანუ ვინც იჩივლა, ყველა მათგანზე დეტალური ახსნა-განმარტება მივეცი. უბრალოდ იქითა მხარემ, ანუ ყოფილმა სახალხო დამცველმა სუსტი ბაზა წარმოადგინა". - განაცხადა მახარაძემ.

მცხეთაში, პრორუსული ძალების შეკრება მიმდინარეობს. რადიკალები არ მალავენ, რომ რვა ნოემბრისთვის ემზადებიან. "ქართული ოცნების" ყოფილი სახეები და "ოცნების" მხარდამჭერი მოქმედი ოპოზიციონერი დეპუტატიც - ამ წუთებში, დახურულ კარს მიღმა ალაგებენ გეგმებს, რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ ოთხშაბათს ხალხი ქუჩაში გავა. 

ეს ბოლო ერთ თვეში უკვე მეორე დიდი საფრთხის შემცველი შეკრებაა, თუმცა ამ დრომდე სუს-ი სრული უმოქმედობის რეჟიმშია გადასული. ლილუაშვილის უწყებას ფაქტობრივად არ აინტერესებს , რას განიხილავენ დახურულ კარს მიღმა მყოფი, 5 ივლისის შემოქმედი ადამიანები.