პატიმრების გაქცევის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ძმა

04.11.23 15:54
პატიმრების გაქცევის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ძმა

პატიმრების გაქცევის საქმე - იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ვახო თათარაშვილის ძმა ავთანდილ თათარაშვილი დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" პროკურატურამ დაუდასტურა.

ერთი პირის დაკავებას "პირველებს" იუსტიციის სამინისტროშიც უდასტურებენ.

არსებობს მოსაზრება, რომ მიმალული დამნაშავე სწორედ საკუთარ ძმასთან გავიდა კონტაქტზე, რომელმაც ოჯახის წევრი წილკანში არსებულ სახლში შეიფარა. ირკვევა, რომ თბილისის ცენტრიდან გაქცეულმა პატიმრებმა მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში ისე ჩააღწიეს, რომ სამართალდამცველებმა ვერაფერი გაიგეს, არადა ამ დროს, მათ მთელი კრიმინალური პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ვახო თათარაშვილი ყაჩაღობის ბრალდებით 3 წელია სასჯელს იხდის

შეგახსენებთ, „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი დააკავეს, დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი ნატროშვილი, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.