ორპალატიანი საპარლამენტო მართვის სისტემაზე დისკუსიის გახსნა არის უდროო და არასაჭირო - კუპრაძე

04.11.23 17:26
ორპალატიანი საპარლამენტო მართვის სისტემაზე დისკუსიის გახსნა არის უდროო და არასაჭირო - კუპრაძე

გაიხსნება თუ არა დისკუსია ორ პალატიანი პარლამენტის შექმნის იდეაზე? - სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

"ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ორპალატიანი საპარლამენტო მართვის სისტემაზე დისკუსიის გახსნა არის უდროო და არასაჭირო, რადგან ასეთი სისტემის მთავარი მამოძრავებელი ნაწილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს.

ათწლეულების განმავლობაში ყველა ხელისუფლება კონსტიტუციას და კანონმდებლობას ირგებს საკუთარ თავზე, რაც ქმნის არასტაბილური განვითარების პერსპექტივას საქართველოს სამართლისთვის და მომავლისთვის. საქართველოს კონსტიტუცია უნდა იყოს მყარი, ურყევი, მაგრამ ამისთვის საჭიროა ერთხელ მისი ისეთი რეფორმირება, რომელიც პირდაპირ მორგებული იქნება საქართველოს მოსახლეობის ინტერესზე და არა კრემლის ინტერესზე. ორპალატიანი საპარლამენტო მართვის სისტემაზე დისკუსიის გახსნა არის უდროო და არასაჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ ორპალატიანი სისტემის მთავარი მამოძრავებელი ნაწილი უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ამბობს კუპრაძე.

პრეზიდენტის ახალი ინიციატივა - სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მოწყობის არსებულ მოდელს იწუნებს და ორპალატიანი პარლამენტის საჭიროებაზე ლაპარაკობს.

მთავარსარდალი ფიქრობს, რომ დღევანდელი მოწყობა ქვეყნის საჭიროებებს ვერ პასუხობს. მეტიც, სალომე ზურაბიშვილი "ოცნებას" კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს. ამბობს რომ კონსტიტუცია იცვლება იმის მიხედვით, რაც არ მოგვეწონა წინა მმართველებისგან.