ქვეყანას სხვა გამოწვევები აქვს, ორ პალატიან პარლამენტზე დისკუსიის გახსნა უსაგნო იქნება - ბეჟაშვილი
პრეზიდენტის ინიციატივა - "ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ქვეყანას სხვა გამოწვევები აქვს და ახლა ორპალატიან პარლამენტზე დისკუსიის გახსნა აბსოლუტურად უსაგნო იქნება.
თეორიული აკადემიური დისკუსიის გახსნა ახლა საქართველოს კონსტიტუციურ მოწყობაზე, ორპალატიან პარლამენტზე აბსოლუტურად უსაგნო იქნება. ქვეყანას აქვს სხვა გამოწვევები. დღეს საქართველოს პარლამენტის, "ქართული ოცნების" პარლამენტის საქმიანობა უკავშირდება, მხოლოდ და მხოლოდ, ოლიგარქიული რეჟიმის გამტკიცებას და მეორე, ბიზნეს გარემო, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავის პარტიულ დაფინანსებაზე მოირგოს. პრეზიდენტს აქვს კონკრეტული ამოცანა, კონკრეტული ვალდებულება, რომ თავის მხრივ გადადგას ნაბიჯები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ამ მიმართებით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, შეწყალების გადაწყვეტილების მიღება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
პრეზიდენტის ახალი ინიციატივა - სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მოწყობის არსებულ მოდელს იწუნებს და ორპალატიანი პარლამენტის საჭიროებაზე ლაპარაკობს.
მთავარსარდალი ფიქრობს, რომ დღევანდელი მოწყობა ქვეყნის საჭიროებებს ვერ პასუხობს. მეტიც, სალომე ზურაბიშვილი "ოცნებას" კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს. ამბობს რომ კონსტიტუცია იცვლება იმის მიხედვით, რაც არ მოგვეწონა წინა მმართველებისგან.