"ევროკავშირისკენ გზაზე შთამბეჭდავი წინსვლა გაქვთ" - ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა
ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინამ შესანიშნავ შედეგს მიაღწია, - ასეთია ევრო-კომისიის პრეზიდენტის შეფასება. კიევში ჩასული ურსულა ფონ დერ ლაიენი ომში მყოფ ქვეყანას სიტყვების საქმით დადასტურებას ჰპირდება.
გადამწყვეტ მომენტამდე სამი დღით ადრე ლაიენი ამბობს, რომ აღფრთოვანებულია რეფორმებით, რომელიც პუტინთან მებრძოლმა ზელენსკიმ ომის პარალელურად განახორციელა.
უნდა ვთქვათ, რომ მნიშნელოვანი წინსვლა გაქვთ. შთამბეჭდავი სანახავია. ჩვენ ამას დავადასტურებთ მომავალ კვირას, როდესაც ევროკომისია წარადგენს ანგარიშს გაფართეობის შესახებ. უკრაინამ აჩვენა წინსვლა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში, ოლიგარქიული კონტროლის შეზღუდვის, ფულის გათეთრების წინააღმეგ ბრძოლაში და ბევრ სხვა რეფორმაში. დარწმუნებული ვარ, უკრაინა დარჩენილი რეფორმების დასრულებას ძალიან მალე შეძლებს. თუ ეს მოხდება, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა შეძლებს გააცნობიეროს თავისი ამბიციური მიზანი გადავიეს გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
რა გადაწყვიტა ალიანსმაა უკრიანასთან მიმართებით, ცნობილი ოთხშაბათს გახდება, როცაა გაფართოების შესახებ დოკუმენტი გამოქვეყნდება.