კანდიდატის სტატუსი და მოლოდინები - "მერიოტში" მესამე სექტორი საერთაშორისო პარტნიორებს ხვდება

05.11.23 13:56
კანდიდატის სტატუსი და მოლოდინები - "მერიოტში" მესამე სექტორი საერთაშორისო პარტნიორებს ხვდება

საქართველოს ევროინტეგრაცია და მოლოდინები - ამ თემაზე ახლა თბილისი მერიოტში არასამთავრობო ორგანიზაციები საერთასოშორისო პარტნიორებთან ერთად მსჯელობენ. საუბარია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით შავი ზღვის რეგიონის მომავლის კონფერენციაზე, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ესწრებიან.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით პოზიტიური პროგნოზი არსებობს, თუმცა ეს სავარაუდოდ, გარკვეული წინაპირობებით მოხდება. 

რამდენიმე დღე დარჩა ანგარიშის გამოქვეყნებამდე. მე ვვარაუდობ, რომ ეს ანგარიში იქნება უფრო მეტად ტექნიკური ხასიათის, სადაც აღწერილი იქნება რა გაკეთდა, რა ვერ გაკეთდა. მთავარი ახლა არის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად რამდენად სწრაფად დაიწყება მოლაპარკებების პროცესი. უარი სტატუსზე არ აიქნება, მაგრამ რა ფორმით იქნება, რა პირობებით იქნება, რა დამატებითი ვალდებულებებით იქნება, ამაზეა საუბარი და ამას ყველანი დეკემბერში გავიგებთ, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე. 

პოზიტიური მოლოდინი აქვს "ევროპული საქართველოს" წევრს გიგი წერეთელს, თუმცა ამბობს, რომ ეს "ქართული ოცნების" დამსახურება არ იქნება. 

იმ ვითარებით, რომელიც დღეს არის შექმნილი და სწორედ ხელისუფლების გამო მისი არასწორი, მავნებლური, ხშირ შემთხვევაში, საბოტაჟის გამო რეფორმებზე არის ამდენი კითხვის ნიშანი და ამ კითხვნის ნიშნებს რაღაცნაირად აკომპენსირებს საზოგადოების განწყობა და ხალხის მხარადჭერა, რასაც არაერთხელ აღნიშნავს ევროკომისია და ევროპული ლიდერები, აქ შეიძლება იყოს უფრო პოზიტიური გადაწყვეტილება, - ამბობს გიგი წერეთელი.