სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ექიმების ჯგუფთან ერთად კურდღელაურის მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას უწევს
საქართველის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ინიციატივით, დღეს მისი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, თელავში სოფ. კურდღელაურში ექიმების ჯგუფთან ერთად იმყოფება, სადაც ისინი, მთელი დღის განმავლობაში, კურდღელაურის მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ.
აღნიშნული ჰუმანიტარული კამპანია დღეს სოფ. კურდღელაურიდან დაიწყო და გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით;
ჩამოვედით კურდღელაურში, ჩამოვიყვანე საქართველოში მართლაც წამყვანი ექიმები, ისინი მზად არიან, რომ დაუდგნენ გვერდით ჩვენს მოქალაქეებს. როდესაც მათ ვუთხარი, რომ ვგეგმავდით ჰუმანიტარული პროექტი გაგვეკეთებინა, დიდი სიხარულით დამთანხმდნენ. ჩამოვედით და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კურდღელაურის მოსახლეობას დავუდგეთ გვერდით და მათი საჭიროებისამებრ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.