საამაყო და ემოციურია, როცა ვაკარჩუკმა მთხოვა, პატივი მიგვეგო ჩვენი გმირი ბიჭებისთვის - ხაჯიშვილი

05.11.23 15:00
საამაყო და ემოციურია, როცა ვაკარჩუკმა მთხოვა, პატივი მიგვეგო ჩვენი გმირი ბიჭებისთვის - ხაჯიშვილი

„სვიატოსლავ ვაკარჩუკმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ჯონი ოდიშვილის საფლავს პატივი მიაგო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დავით ხაჯიშვილი წერს. 

ძალიან საამაყოა და ამავდროულად ემოციური, როდესაც ჩვენმა მეგობარმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა მთხოვა, პატივი მიგვეგო ჩვენი გმირი ბიჭებისთვის, ვინც უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთის თავი გაწირა. ასე ავღმოჩნდით სოფელ ტყვიავში, სადაც გმირი ჯონი ოდიშვილია დაკრძალული. ემოციური იყო ჯონის მშობლების ნახვა. 
ჩვენ, ყველას გვეამაყება ჩვენი გმირი ბიჭები და გოგოები, ვინც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის. დიდება გმირებს!, - წერს დავით ხაჯიშვილი სოციალურ ქსელში.

სოციალურ ქსელში ასევე დაწერა სვიატოსლავ ვაკარჩუკმაც;

როცა ჯონის საფლავთან ვიდექი, სულში სევდას ვგრძნობდი... მაგრამ ასევე ვგრძნობდი ყველა უკრაინელის სიამაყესა და მადლიერებას, რომელიც პირადად გადავეცი მის მშობლებს. მისმა მამამ თქვა, რომ ჯონის საფლავზე ორი ქვეყნის დროშა იქნება: საქართველოსა და უკრაინის, -  წერს სვიატოსლავ ვაკარჩუკი სოციალურ ქსელში.