ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების გზები - ნიკა მელია სამეგრელოში შეხვედრებს მართავს

05.11.23 16:45
ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების გზები - ნიკა მელია სამეგრელოში შეხვედრებს მართავს

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე სამეგრელოში შეხვედრებს მართავს. ნიკა მელია მხარდამჭერებს ამ წუთებში ზუგდიდში ხვდება. მელია მოქალაქეებს საკუთარ ხედვა აცნობს, თუ როგორ წარმოდგენია ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება. მიმართვის შემდეგ იქნება კითხვა პასუხის რეჟიმი. არ არის გამორიცხული, ნიკა მელიას პირად პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებითაც მოუწიოს საუბარი.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ჩვენ ფართი არ გამოგვიყო, ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრა და ჩვენ ვისაუბრებთ აუცილებლად ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, გამარჯვების გზებზე, როგორ უნდა დამარცხდეს ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმი. მომავალ პარლამენტში უნდა იყოს ქართველი ხალხის წარმომადგენელი, თითოეული დეპუტატი და არა ვიწრო მილიონერთა კლუბის ინტერესებს. ეს ნამდვილად ვიცი და დღევანდელი პარლამენტი არ ასახავს ხალხის ინტერესს, დღევანდელი პარლამენტი არის ბიძინა ივანიშვილის სანოტარო კანტორა, - თქვა მელიამ.