ვიღაცეებმა უნდა გამიჯნონ საეკლესიო ხდა საერო ხელისუფლება - ჩიხლაძე მეუფე იაკობის ქადაგებაზე

05.11.23 17:50
ვიღაცეებმა უნდა გამიჯნონ საეკლესიო ხდა საერო ხელისუფლება - ჩიხლაძე მეუფე იაკობის ქადაგებაზე

 ვიღაცეებმა უნდა გამიჯნონ საეკლესიო ხდა საერო ხელისუფლება, - ასე ეხმაინება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე მეუფე იაკობის პოლიტიკურ ქადაგებას. ოპოზიციის წევრი არ უარყოფს, რომ დასავლეთში კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერ შეხვედრებაზე დადიან. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია, ქვეყანა რუსულ ჭაობისგან იხსნან. 

მემგონი, ვიღაცეებმა უნდა გამიჯნონ საეკლესიო ხელისუფლება და საერო ხელისუფლება. ყველა ქვეყანაში ასეა. დავრბივართ დასავლეთშიც, აშშ-შიც საქართელოს ინტერესების დასაცავად, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის დასაცავად და ასევე, დიახაც, არჩევნებზე იქნება ძალიან დიდი ზედამხედველობა,ს აქართელო არ გადაჩეხოს ამ რუსულ ჭაობში, რომლისკენაც ხელისუფლება და ზოგიერთი ხელისუფლებასთან ადკავშირებული სასულიერო თუ არასასულიერო პირი მიგვაქანებს, - ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

მეუფე იაკობი ამტკიცებს, რომ იცის იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გვარები, რომლებიც ევროპაში შეხვედრებს მართავდნენ და პარტნიორებს არწმუნებდნენ, რომ საქართველოს სტატუსი არ უნდა მიეღო. ამის შესახებ ამერიკიდან დაბრუნებულმა ეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებაზე ისაუბრა.

სასულიერო პირი დღეს თავს ისევ ევროპელ პარტნიორებს და ოპოზიციას დაესხა და უთხრა, რომ მათ არ "აარევინებენ". ბოდბელი მიტროპოლიტი დაიმუქრა, რომ ყველას მკაცრ პასუხს გასცემს