რუსეთი ატომური შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის ემზადება

05.11.23 18:27
რუსეთი ატომური შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის ემზადება

რუსეთი ატომურ ცდებს სლ უფრო აქტიურად ატარებს, რათა მსოფლიოს საკუთარი პოტენციალი აჩვენოს და დააშინოს. ამის მიუხედავად, ცდები რაკეტების „იარსი“ და „ბულავა“ წაუმატებელი აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, რუსებს ჯერ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ აღნიშნული იარაღი სრულფასოვანი გახადოს. 

ადრე თუ გვიან ისინი მათ აამოქმედებენ. ასეთი პერსპექტივა არსებობს და იმაზე საუბარი, რომ ყველაფერი ჩაუვარდათ, არ შეიძლება. ანუ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ახლა ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს. რუსეთის ფედერაცია ატომურ ტრიადას აქტიურად ამზადებს, ეს არის თვითმფრინავები, რომლებსაც ატომური ბომბის ტარება შეუძლიათ, წყალქვეშა ფლოტი, სტრატეგიული რეკეტები, რომლებიც 5 ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე დაფრინავენ. რუსეთის ფეერაცია ატომური შესაძლებლობების დემონსტრაციისთვის ემზადება, - ამბობს უკრაინის უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომელი ადგილობრივ ტელეარხთან.