რუსული კვალი პრემიერის გარემოცვაში - კონტრდაზვერვა საკითხით არ ინტერესდება

05.11.23 20:12
რუსული კვალი პრემიერის გარემოცვაში - კონტრდაზვერვა საკითხით არ ინტერესდება

 

 

კონტრდაზვერვას არ აინტერესებს რა კავშირები აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს რუსეთის ფედერაციასთან. ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტებით არც სუსი დაინტერესებულა და არც ანტიკორუფციული სააგენტო. არადა, რეპორტაჟიდან, რომელიც ღარიბაშვილის გარემოცვის საეჭვო კავშირებს ეხებოდა, ირკვევა, რომ პუტინის პიარ ტექნოლოგმა პრემიერის ბიძაშვილს ორი კომპანია აჩუქა.

კორუფციის მკვლევარებიი ფიქტიურ გარიგებას არ გამორიცხავენ. ანუ დოკუმენტებში ბიზნესების მფლობელი ყორანაშვილია, რეალურად, კი კომპანიებიირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.