ვის მოუწოდა მესამე პრეზიდენტმა ენმ-ს დატოვებისკენ - სააკაშვილის განმარტება
მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს. მესამე პრეზიდენტი განმარტავს, რომ მისი წინა სტატუსის ადრესატი ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე არ ყოფილა და ის ზოგადად, პარტიაში არსებულ ვითარებას ეხებოდა.
იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს მიმართა და მათ მოუწოდა, დატოვონ პარტია თუკი პარტიას შიგნიდან დაასუსტებენ.