გადამწყვეტი 48 საათის ათვლა დაიწყო - რვა ნოემბერს ევროკომისია საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას დადებს
გადამწყვეტი 48 საათის ათვლა დაიწყო - რვა ნოემბერს ევროკომისია საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას დადებს. "პირველების" ინფორმაციით, დოკუმენტი დაახლოებით 100 გვერდიანი იქნება, და მასში არ იქნება საუბარი მხოლოდ 12 პუნქტის შესრულება არ შესრულებაზე.
საბოლოო გადაწყვეტილებას ზეგ არ მიიღებენ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დეკემბერში გადაწყდება. საბოლოოდ ევროკავშირი საქართველოს გასაწევრიანებლად მოლაპარაკებებს 2024 წელს დაიწყებს, ანუ საქართველოში ჩატარებული გადამწყვეტი არჩევნების შემდეგ.