ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, დაშანტაჟება, იძულება - გახარიას პარტიიდან გარიცხული ძიძიგური

06.11.23 11:50
ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, დაშანტაჟება, იძულება - გახარიას პარტიიდან გარიცხული ძიძიგური

პარტიიდან "საქართველოსთვის" გარიცხული ბათუმის საკრებულოს წევრი, ნატალია ძიძიგური ყოფილ თანაპარტიელებს, მათ შორის აკაკი გვიანიძეს, ზეწოლასა და პირადი ცხოვრებით შანტაჟში ადანაშაულებს. გარდა ამისა, ძიძიგური ამბობს, რომ მის წინააღმდეგ გარკვეულ მოქმედებებში ბერდია სიჭინავაც იყო ჩართული.

მებრძვიან მე, როგორც ქალ პოლიტიკოსს. ეს საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები არიან პარტიიდან. ეს იყო ბერდია სიჭინავა, ეს იყო შალვა კერესელიძე და რა თქმა უნდა, ამხელა ზეწოლა არ ხდება გიორგი გახარიას გარეშე," - ამბობს ძიძიგური.

ძიძიგური ამტკიცებს, რომ მას აიძულებდნენ შესულიყო ფრაქციაში, რომლის თავმჯდომარეც აკაკი გვიანიძე იქნებოდა, რაზეც უარი თქვა.

ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, დაშანტაჟება, იძულება იმისთვის, რომ მე შემექმნა ფრაქცია. მაგათმა გამოიყენეს ჩემი პირადი ცხოვრება, იმ პერიოდისთვის დაძაბულობა პირად ცხოვრებაში და ეს ადამიანი გამოიყენეს ინსტრუმენტად ჩემ წინააღმდეგ. იმისთვის, რომ მე დამეცვა ჩემი თავი, ჩემი ოჯახი, მე მივმართე კონკრეტულ ნაბიჯებს. მე გამოვაწერინე შემაკავებელი ოქმი, მივმართე სასამართლოს", - აცხადებს ძიძიგური.