გადაიფიქრებს თუ არა ნიკა მელია ენმ-ს წასვლას მიხეილ სააკაშვილის ახალი განცხადების შემდეგ - პირველი კომენტარები

06.11.23 11:55
გადაიფიქრებს თუ არა ნიკა მელია ენმ-ს წასვლას მიხეილ სააკაშვილის ახალი განცხადების შემდეგ - პირველი კომენტარები

სააკაშვილის ახალი განცხადება - ნიკა მელიას თანაგუნდელი, ბაჩო დოლიძე "პირველებთან" ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის სასამართლოზე და გუშინ გაკეთებული გზავნილები მათ გადაწყვეტილებაში ცვლილებას არ შეიტანს. 

დოლიძე ამბობს, რომ ისინი ენმ-ს ახალ მენეჯმენტთან თანამშრომლობის რესურსს ვერ ხედავენ. მისი თქმით, მიზეზი პარტიაში არსებული არაფორმალური მმართველობაა. 

ნიკა მელიას თანაგუნდელის თქმით, ასეთ მოცემულობაში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია. 

იაფფასიანი პოლიტიკური რევანშიზმი საერთოდ არავის ამოძრავებს, რომ პარტიაში მიბრუნდეს და დროშა დადოს. აი, მე რაღაც სიტუაციაში გავიმარჯვე. ჩვენი ამოცანა სხვა არის - ივანიშვილის დამარცხება. ეს კი ამ ხალხთან მე და როგორც ჩანს, ძალიან ბევრს წარმოუდგენლად მიგვაჩნია. 

ჩვენს დღის წესრიგს არაფერი შეცვლის. გაცილებით მეტი და დიდი ვალდებულება გვაქვს იმ ადამიანებთან ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენთან ერთადაა" - თქვა დოლიძემ. 

რაც შეეხება  გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ყრილობის მიერ არჩეული მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ბორდის ხელმძღვანელად ნიკა მელიას დანიშვნა განიხილება, ამას ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარის გუნდში არ ადასტურებენ. 

ვერავითარ ბორდს და ვერავითარ სხვა გამოგონებას, მაღალი ლეგიტიმაცია არ ექნება. ეს ნიშნავს, რომ თანხმდები იმ თამაშის წესებს, რომელიც დღეს არის დანერგილი"- თქვა მან. 

მესამე პრეზიდენტმა გუშინ, საღამოს სოციალურ ქსელში გამოეყვნენ წერილი და თქვა, რომ ადამიანში ვისაც კარისკენ მიუთითა ნიკა მელიას არ გულისხმობდა.