საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება ქართული ოცნებისთვის სილა იქნება - მანჯგალაძე
საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება ქართული ოცნებისთვის სილა იქნება - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება ის, რომ პრორუსულმა ძალებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.
ქვეყნის დამსახურებით ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს იქნება სილა ქართული ოცნებისთვის, რადგან მათ უნდოდათ, რომ საქართველო სტატუსის გარეშე დარჩენილიყო და მერე ეთქვათ: რა ვქნათ, მეგობრებო, დასავლეთმა ზურგი შეგვაქცია და რუსეთის გარდა ჩვენი მამა-მარჩენალი და პატრონი არავინ არისო. ქართული ოცნების ეს რიტორიკა და სტრატეგია ჩაიფუშება, როცა ქვეყანა სტატუსს მიიღებს"- თქვა პოლიტიკოსმა.
რვა ნოემბერს ევროკომისია საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას დადებს. "პირველების" ინფორმაციით, დოკუმენტი დაახლოებით 100 გვერდიანი იქნება, და მასში არ იქნება საუბარი მხოლოდ 12 პუნქტის შესრულება არ შესრულებაზე.
საბოლოო გადაწყვეტილებას ზეგ არ მიიღებენ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დეკემბერში გადაწყდება.