გაქცეული პატიმრების საქმე - დაკავებულია კიდევ ერთი ბადრაგი

06.11.23 12:24
გაქცეული პატიმრების საქმე - დაკავებულია კიდევ ერთი ბადრაგი

გაქცეული პატიმრების საქმე - დაკავებულია კიდევ ერთი ბადრაგი. კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე დაპატიმრებულთა წრე გაფართოვდა. ინფორმაციას "პირველებს" იუსტიციის სამინისტროში უდასტურებენ.

წინასწარი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან.

სასამართლო პროცესი 13:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი პირველ ნოემბერს გაიქცა. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი დააკავეს, დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი ნატროშვილი, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ვახო თათარაშვილის ძმა ავთანდილ თათარაშვილი დააკავა.