"სადაც, არაფორმალური მმართველობაა, იქ არაფერი გვესაქმება" - მელიას ფლანგი
"სადაც არის არაფორმალური მმართველობა, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება" - ამის შესახებ ნიკა მელიას თანამოაზრემ, დიმიტრი ბიძინაშვილმა "პირველებს" განუცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის გუშინ გამოქვეყნებულ მორიგ სტატუსს უპასუხა.
თავად ამდენი წლის განმავლობაში ვებრძვით არაფორმალურ მმართველობას და ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად, ამომრჩევლისთვის შეურაცხყიფის მიყენება რომ მათ ვუთხრათ, ერთი არაფორმალური მმართველი მეორეთი ჩაანაცვლონ"- თქვა ბიძინაშვილმა.
მესამე პრეზიდენტმა გუშინ, საღამოს სოციალურ ქსელში გამოეყვნენ წერილი და თქვა, რომ ადამიანში ვისაც კარისკენ მიუთითა ნიკა მელიას არ გულისხმობდა.
ნიკა მელიას თანაგუნდელი, ბაჩო დოლიძე "პირველებთან" ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის სასამართლოზე და გუშინ გაკეთებული გზავნილები მათ გადაწყვეტილებაში ცვლილებას არ შეიტანს.
დოლიძე ამბობს, რომ ისინი ენმ-ს ახალ მენეჯმენტთან თანამშრომლობის რესურსს ვერ ხედავენ. მისი თქმით, მიზეზი პარტიაში არსებული არაფორმალური მმართველობაა.