ვინ არის დაკავებული კიდევ ერთი ბადრაგი - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
გაქცეული პატიმრების საქმე - დაკავებული ბადრაგის ვინაობა "პირველებმა" გაარკვია. ბადრაგი, რომელიც გუშინ დააკავეს რევაზ იასაშვილია. დაკავებული ბადრაგი შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.
სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან.
რამდენიმე წუთში აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იმსჯელებს. ის დუმილის უფლებას იყენებს.
შეგახსენებთ, „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი პირველ ნოემბერს გაიქცა. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი დააკავეს, დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი ნატროშვილი, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ვახო თათარაშვილის ძმა ავთანდილ თათარაშვილი დააკავა.