საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და პარლამენტარს აქვს უფრო ნაკლები ხელფასი, ვიდრე ძალიან ბევრ საჯარო მოხელეს - დავითულიანი
ხელფასების ზრდა პარლამენტში - "ქართული ოცნების" დეპუტატები ანაზღაურების მატებას ამართლებენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ამბობს, საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატის ხელფასი საჯარო მოხელის ანაზღაურებაზე ნაკლები არ უნდა იყოს.
საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და პარლამენტარს აქვს უფრო ნაკლები ხელფასი, ვიდრე ძალიან ბევრ საჯარო მოხელეს ამ ქვეყანაში. საპარლამენტო რესპუბლიკაში იმიტომ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ერქვას, დეპუტატს, როგორც მინიმუმ, ხელფასი უნდა ჰქონდეს იმდენი, როგორიც უმაღლესი რანგის საჯარო მოხელეს - ეს იყო არასწორი ტექნიკურ დონეზე, ამის გასწორება მოხდა,“ - ამბობს ბექა დავითულიანი.
პარლამენტარების ხელფასი იზრდება - მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა, ხარჯვით ნაწილს ყოველწლიურად 5 700 000 ლარით გაზრდის. დეპუტატის მინიმალური ხელფასი 8 250 ლარი, ხოლო მაქსიმალური პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება და 10 000 ლარს აიღებს.