ევროკომისია გაფართოების დოკუმენტში საქართველოს ჩაწერს, მაგრამ დათქმებით! - პირველი გზავნილები ბრიუსელიდან
ევროკომისია გაფართოების დოკუმენტში საქართველოს ჩაწერს, მაგრამ დათქმებით! - "პირველებს" "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი ეუბნება, რომ "გაჩნდება ახალი პირობები".
რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ლაკმუსის ქაღალდი იქნება.
ამასთან, არ არიის გამორიცხული, "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთი რეკომენდაცია წაუყენონ - საქართველოს სავარაუდოდ, მოსთხოვენ, მიერთმეოდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
საქართველოსთვის დააწესებენ ახლა ვადებს და იქნება ახალი დათქმები. პირობები დაკავშირებული იქნება არჩევნებთან, ეს აშკარაა. არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. არჩევნები იქნება საბოლოო ტესტი, ხართ თუ არა მომწიფებული დემოკრატიის მქონე ქვეყანა. საქმე შეეხება, ასევე საგარეო პოლიტიკასაც. ზოგადად, საგარეო პოლიტიკა პირობა არავისთვის ყოფილა, მაგრამ ახლა საგარეო პოლიტიკა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით რუსეთის სანქციებთან მიმართებაშია, ამიტომ ვფიქრობ, რომ იქნება საკითხი სანქციების აღსრულებასთან მიმართებით. გადახედავენ და დაამატებენ ახალ პირობებს იმ 12 პუნქტს რომელიც უკვე გაქვთ. ანუ გეტყვიან, რომ დიახ, სტატუსი გაქვთ, მაგრამ თუ წინ წასვლა გინდათ, მაშინ ყველაფერი შეასრულეთ. სანამ წევრობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებთ, იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა"- ამბობს იოზვიაკი.
"რადიო თავისუფლების" ბიუროს ხელმძღვანელი არ მალავს, რომ ბრიუსელში დაბნეულები არიან, რადგან საქართველოს 12 რეკომენდაცია სრულად არ შეუსრულებია. ამიტომ 8 ნოემბერს ევროკომისია უფრო ბუნდოვანი იქნება, ვიდრე მკაფიო.
ევროკომისიის ენა იქნება საკმაოდ ბუნდოვანი. ჩემი ინფორმაციით, ისინი ძალიან მკაფიო საქართველოსთან მიმართებაში არ იქნებიან, დეკემბერში კი იქნება დიდი გადაწყვეტილება. საქართველოს შანსები მიიღოს კანდიდატის სტატუსი არის 60-40 -ზე. ეს მონეტის აგდებას ჰგავს. მე ვფიქრობ, რომ დეკემბრის ბოლოს, როცა წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებას მიიღებენ, თქვენ მოგცემენ სტატუსს დამატებითი პირობებით, ისე როგორც უკრაინას და მოლდოვას მისცეს გასულ წელს. სტატუსს მოგცემენ, რადგან ევროკავშირს უნდა წინ წაიწიოს რაც შეიძლება ბევრს ქვეყანასთან მიმართებაში. როდესაც საქართველოზე ვსაუბრობ, მესმის ასეთი განცხადებები, რომ ჩვენ უკვე გამოვყავით საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასგან, უკვე ერთი ნაბიჯით უკრან არიან და ეს უნდა იყოს მინიშნება საქართველოს მთავრობისთვის, მაგრამ ასე ძალიანაც არ უნდა გამოვყოთ, რადგან თუ უკრაინა და მოლდოვა წინ წაიწევენ, ასე უნდა მოხდეს საქართველოსთანაც. არსებობს მეორე საკითხით, თუ საქართველოს არაფერს მისცემენ, ეს იქნება დიდი იმედგაცრუება ქვეყნისთვის . საქართველო უკვე ჩავარდნილია რუსეთის ხელებში , მისი მომავალი ევროკავშირსა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილია. ევროკავშირსაც არ სურს საქართველოს დათმობა, რადგან იციან რომ საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა ამ დრომდე და რომ ქართველი ხალხი ძალიან პროევროპულია"- დასძინა მან.
გადამწყვეტი 48 საათის ათვლა დაიწყო - რვა ნოემბერს ევროკომისია საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას დადებს. "პირველების" ინფორმაციით, დოკუმენტი დაახლოებით 100 გვერდიანი იქნება, და მასში არ იქნება საუბარი მხოლოდ 12 პუნქტის შესრულება არ შესრულებაზე.