რა მოლაპარაკება იყო სააკაშვილსა და მელიას შორის?

06.11.23 13:39
რა მოლაპარაკება იყო სააკაშვილსა და მელიას შორის?

რა მოლაპარაკება იყო სააკაშვილსა და მელიას შორის? ხაბეიშვილის და მელიას ფლანგიც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარეს ბორდის თავმჯდომარეობა შესთავაზა.

ენმ-ს წევრი  დიმიტრი ბიძინაშვილი ამბობს, რომ უარი შეთავაზებაზე ნიკა მელიამ პარტიაში არაფორმალური მმართველობის გამო თქვა, თუმცა დააფიქსირა, რომ ბრძოლისთის მზად არის. 

ამ ბორდზე ბევრი საუბარი იყო, მათ შორის, ნიკა მელიას შეთავაზებაც, რომ ის ყოფილიყო ბორდის თავმჯდომარე. მან თქვა, რომ მას ეს არ სურდა და პირიქით, მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა, რომ ამ ბორდის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო. ეს შეთავაზება იყო მათ შორის წერილობით მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. მას სურდა, რომ ეს ერთობა შენარჩუნებულიყო და ჩვენი მხრიდანაც იყო შეთავაზება, რომ ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის, უბრალოდ, ჩვენ უნდა გვქონდეს სათქმელი, რომ ამ პარტიაში არაფორმალური მმართველობა დასრულდა, - ამბობს ბიძინაშვილი. 

ნიკა მელიასთან მიმართებაში ბორდის თავმდჯომარეობასთან დაკავშირებულ შეთავაზებას ადასტურებს ენმ-ს წევრი ანი წითლიძეც. ოპოზიციის წევრი პარტიის ყოფილ თავმდჯომარეს აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ პარტიაში არაფორმალური მმართელობა არ არსებობს და ეს თავად ნიკა მელიამაც კარგად იცის. 

იყო საუბარი ბორტთან დაკავშირებითაც, იყო საუბარი ძალიან ბევრ სხვა შეთავაზებასთან დაკავსირებითაც და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა ეს შეთავაზება იყო მიმართული იმისკენ, რომ პარტიაში ერთიანობა შენარჩუნებულიყო, თუმცა კიედვ ეფთხელ ვიმეორებ, თუ არაფერი არ გინდა და რაღაცა ჰიპოთეტური მმართველობის დასრულებაზე საუბრობ, რომელიც შენც ძალიან კარგად იცი, რომ სრული აბსურდია, იმიტომ, რომ შენც ძალიან კარგად თანამშრომლობდი ამ არაფორმალურ მმართველთან ე.წ., მაშნ ვერასდროს შედგება მათ შორის ერთობა და ვერასდროს შედგება ეს საერთო ფოკუსი, - ამბობს წითლიძე.