რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოსთვის ეკონომიკური კატასტროფა იქნება - პაპუაშვილი

06.11.23 15:28
რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოსთვის ეკონომიკური კატასტროფა იქნება - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ევროკავშირი საქართველოს რუსეთის დასანქცირებას არ სთხოვს, რადგან ამისთვის ეკონომიკური და სამხედდრო უსაფართხოების გარანტიების მოცემა იქნება საჭირო. შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, რუსეთისთის ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკისთვის კატასტროფა იქნება.

ამასთან, "ოცნების" ლიდერი 2023 წლის არჩევნებზეც საუბრობს და ამტკიცებს, რომ ოპოზიცია აქაც დეზინფორმაციის გავრცელებას დაიწყებს. 

რაც შეეხება სანქციებს, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. თუკი მოითხოვდა, ამის პარალელურად უნდა მოეცა ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები. ამ გარანტიების გარეშე, რა თქმა უნდა, არც ევროკავშირი ითხოვს, მათ შორის, არც ნატო და არავინ არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას და ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება, ეს ნიშნავს, პირველი, ეკონომიკურ კატასტროფას საქართველოში. თავისთავად, 2024 წლის არჩევნები იქნება დაკვირვების ობიექტი. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ იყოს ჩართულობა დიდი, ვინაიდან ვხედავთ უკვე აქედანვე რისკებს, რომ ეს იქნება არჩევნები, რომლის წინაც იქნება ძალიან დიდი ნიაღვარი დეზინფორმაციის, იმიტომ, რომ ხედავთ, რომ ოპოზიციას არ აქვს რეალური დღის წესრიგი. ისინი ცდილობენ, რომ ემოციებზე იმუშავონ, - ამბობს პაპუაშვილი.