EU-ს უმთავრესი პირობა 2024 წლის არჩევნების სამართლიანად ჩატარება იქნება - თამარ გუგულაშვილი
ევროკავშირი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გამადიდებელი შუშით დააკვირდება, - ამის შესახებ ბრიუსელში "მწვანეთა პარტიის" საპარლამენტო მრჩეველი საუბრობს.
თამარ გუგულაშვილი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს დამატებით პრიორიტეტებს დაუწესებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის თავსებადობაც.
ჩვენ აუცილებლად უნდა ველოდოთ როგორც უმთავრეს პირობას, ეს იქნება 2024 წლის არჩევნების სამართლიანი ჩატარება და ეს არ შეეხება არჩევნების დღეებს და იმის წინა დღეებს, ეს შეეხება მთელ წინა პერიოდს. შეიძლება ვიხილოთ ამ საკითხთანაც ევროკავშირის დაწესებულ სანქციებთან სრული თანხვედრის მოთხოვნა. საგარეო პოლიტიკის თანხვედრაზე ჩვენ უკვე გვაქვს აღებული ვალდებულებები, არ დაგვავიწყდეს ასოციაციის შეთანხმებაში, რომ მას სრული თანხვედრისკენ უნდა ჰქონდეს სწრაფვა და დღეს თუ ეს ჩაწერეს ნათლად, ეს იმას მიუთითებს, რომ ფაქტები დადებულია, საქართველო პირიქით, უკან იხევს. სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ეს თუ არ გაკეთდა,ეს იმიტომ, რომ იყო ძალიან აშკარა. მაგალითად, ავიღოთ უკრაინა, უკრაინა ომში იყო და მოლდოვა არ არის პირდაპირ საზღვარში რუსეთთან და არ არის ეჭვმიტანილი იმაში, რომ რუსეთს იგი ეხმარებოდეს სანქციების თავიდან არიდებაში, - ამბობს თამარ გუგულაშვილი.
გადამწყვეტი 48 საათის ათვლა დაიწყო - რვა ნოემბერს ევროკომისია საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას დადებს. "პირველების" ინფორმაციით, დოკუმენტი დაახლოებით 100 გვერდიანი იქნება, და მასში არ იქნება საუბარი მხოლოდ 12 პუნქტის შესრულება არ შესრულებაზე.