კრისტიან დანიელსონი პრემიერ-მინისტრს ხვდება

12.03.21 11:17
კრისტიან დანიელსონი პრემიერ-მინისტრს ხვდება

 ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება,მანამდე კი აუდიცენცია პრეზიდენტთან გაიმართა.

შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისია. რა პოზიციას გააჟღერებს პრემიერი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრამდე სამი დღით ადრე, ჯერჯერობით უცნობია. დამატებით განმარტებებს პრემიერი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ევროკავშირის წარმომადგენელი დღესვე შეხვდება ოპოზიციასაც, 1 საათზე კი, ის მედიის წარმომადგენლებთან სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.