ვითომ ლანძღავს ნაცმოძრაობას, მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - მაჭარაშვილი გახარიაზე

06.11.23 16:40
ვითომ ლანძღავს ნაცმოძრაობას, მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - მაჭარაშვილი გახარიაზე

"ვითომ ლანძღავს ნაცმოძრაობას, მაგრამ ვხედავთ, რომ მასთან პოლიტიკურ ქორწინებაშია, ხალხი ამჩნევს - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გახარიას პარტიაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

როგორც მაჭარაშვილი ამბობს, გახარიას გუნდი ენმ-სთან თანამშრომლობს და ეს საზოგადოებისთვის აშკარაა.

ვამბობდით, რომ გახარიას გუნდს პოლიტიკური მომავალი არ ჰქონდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადამიანი იყო ხელისუფლებაში უმაღლეს თანამდებობაზე და კითხვებზე პასუხები - თუ რატომ წამოვიდა, დღეს არ მოსწონს ის, რაც ადრე მოსწონდა, არ არსებობს ამ კითხვებზე. ვითომ ლანძღავს ნაცმოძრაობას, მაგრამ ვხედავთ, რომ მასთან პოლიტიკურ ქორწინებაშია, ხალხი ამჩნევს - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს,“ - ამბობს მაჭარაშვილი.

ბათუმის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი ნატალია ძიძიგური, ყოფილ თანაპარტიელებს ბერდია სიჭინავას და შალვა კერესელიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. ამასთან როგორც ძიძიგური აცხადებს, „ამხელა ზეწოლა გიორგი გახარიას გარეშე არ ხდება“. 

 

მსგავსი სიახლეები