სააკაშვილის განცხადება გავიგე როგორც მიმართვა ნიკა მელიას მიმართ - თინა ბოკუჩავა

06.11.23 17:16
სააკაშვილის განცხადება გავიგე როგორც მიმართვა ნიკა მელიას მიმართ - თინა ბოკუჩავა

სააკაშვილის განცხადება გავიგე როგორც მიმართვა ნიკა მელიას მიმართ, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა საუბრობს. ოპოზიციის წევრი იმედოვნებს, რომ ბუნდოვანებას ნათელს დამატებითი განმარტებები მოჰფენს. 

ვერ გეტყვით, იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელია არ იგულისხმებოდა პირველ განცხადებაში, ალბათ დამატებით განცხადებებს და განმარტებებს მოვისმენთ. კიევ ერთხელ ვიმეორებ, მემგონი, ყველამ და მათ შორის, მეც, ის განცხადება, როელიც თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა სასამართლო სხდომაზე, ნამდვილად გავიგეთ როგორც მიმართული ნიკა მელიაზე, - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ყველამ ვინც პარტიას შიგნიდან ასუსტებს, ენმ უნდა დატოვონ. დღეს მესამე პრეზიდენტმა ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ ვინც მის "დავრდომილად" წარმოჩენას ცდილობს, პუტინის თამაშს თამაშობს.