რატომ არ მიიწვიეს საქართველო ნატო-ს სამიტზე - ზალკალიანის განმარტება

14.06.21 13:23
რატომ არ მიიწვიეს საქართველო ნატო-ს სამიტზე - ზალკალიანის განმარტება

ნატო-ს სამიტი ბრიუსელში რამდენიმე საათის წინ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გახსნა. სამიტზე მიწვეული არ არის ქართული დელეგაცია. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის, განმარტებით, ნატო-ს სამიტის ეს ფორმატი საქართველოს დასწრებას არ ითვალისწინებდა. 

ეს არის განსხვავებული ფორმატის სამიტი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ხანმოკლე, საქართველოს თემატიკა იქნება აქტიურად განხილული, ასევე დეკლარაციაში იქნება ასახული ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს საბოლოო წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ პირნათელი ნატოელ პარტნიორებთან მიმართებით იმ ვალდებულებების შესრულების კუთხით, რაც გვაკისრია, ყველაფერი 100%-ით შესრულებულია საქართველოს მხრიდან. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება ბრიუსელის ფორუმი, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, კანადის პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრუდოსთან, გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ, ალექსანდერ და კრუსთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ, კაია კალასთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთან, სლოვაკეთის პრეზიდენტ, ზუზანა ჩაპუტოვასთან, ერთად.